Thursday, November 17, 2011

პროექტის სახელწოდება:ჩემი სოფლის სამკურნალო მცენარეები

პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით:მოსწავლეები ეცნობიან სამკურნალო მცენარეების შეგროვებას, მის თავისებურებას და გამოყენებას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ჩვენს სოფელში არსებულ სამკურნალო მცენარეების ისტორიას.პირველი წერილობითი ცნობები სამკურნალო მცენარეების შესახებ ასირიაშია აღმოჩენილი,იქ ნაპოვნ თიხის ფილებზე მოცემულია მცენარეების აღწერა, თუ რომელ დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ მცენარეების შეგროვებას და მისი სამკურნალო თვისებებით გამოყენებას. მცენარეში მრავალი ნივთიერების არსებობა განაპირობებს მათ მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ თვისებებს. სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ფოთლებს, ფესვებს, ღეროებს და ნაყოფს. მოქმედ ნივთიერებებს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავენ ყვავილობის პერიოდში,ნაყოფის მომწიფების  დასაწყისში, ხეების და ბუჩქების ქერქი გაზაფხულზე.მცენარეები უნდა შევაგროვოთ მშრალ ამინდში, დილით ცვარის შეშრობის შემდეგ. სამკურნალო მცენარეების მარაგი ამოუწურავი არ არის, ამისათვის საჭიროა გაფრთხილება და ყაირათიანი შეგროვება.მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა დანიშნულებით მცენარეთა გამოყენების წესებს. ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით სამკურნალო მცენარეების გამოყენება უფრო დიდ შედეგს იძლევა და გვერდითი მოვლენები ნაკლებად აქვს.
პროექტის მიზნები: კვლევის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წ.
ვადები/ ხანგრძლივობა: 4–5 თვე.
მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მცენარეების წარმოშობის სამკურნალო თვისებებისა და მისი გამოყენების შესახებ.შექმნიან ჰერბარიუმებს,ფოტო და ვიდეო მასალებს მოაწყობენ ლაშქრობებს , სადაც სამკურნალო მცენარეების მოძიება შეიძლება.შეგროვებულ და გამომშრალ მცენარეებს ჩააბარებენ „მწვანე აფთიაქს“ და შემოსული თანხით დაეხმარებიან სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო აპარატი,ვიდეო კამერა,კომპიუტერი, საჰერბარიუმე ბადე.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ბუნების კვლევა, დაცვა, ინფორმაციის მოძიება ისტ–ს გამოყენებით ინდივიდუალურად,სამკურნალო მცენარეების შეგროვება ჯგუფურად.
საგანთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია–გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებულ სამკურნალო მცენარეებს.
გეოგრაფია–ჰავის მიხედვით მცენარეების განვითარება.
ქიმია–პრეპარატის დამზადება.
პროექტის ხელმძღვანელი:ირინა ბობოხიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:irinaboboxidze@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:irinaboboxidze.blogspot.com



Sunday, November 13, 2011

სუნთქვა


ხმელეთზე ადამიანი სუნთქავს ფილტვებით, ხოლო წყალში მცხოვრები ორგანიზმები კი ლაყუჩებით. მათ საარსებო გარემოსთან დაკავშირებით გაუჩნდათ შესაბამისი ორგანოები.

პირველი პოსტი

დღეიდან მე სულ გამოვაქვეყნებ წერილებს.